LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფურისულათი გერმანული მედიკამენტები დამზადდება

237

ქართული ბალახით გერმანიაში მედიკამენტებს დაამზადებენ. სამკურნალო ბალახ ფურისულას პირველი პარტია ექსპორტზე უკვე გავიდა. როგორც ”ფორტუნას” ”სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს” ტყის არამერქნული პროდუქტების სპეციალისტმა, ლადო ბასილიძემ განუცხადა, აღნიშნული ფურისულა ექსპორტზე კომპანია ”კახეთი ბიომ” გაგზავნა.

”პროდუქცია ”კახეთი ბიოს” პარტნიორმა გერმანულმა კომპანიამ rose office-მა შეიძინა, რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა დავიწყეთ. ჩემი ინფორმაციით, rose office-ი ფურისულასგან ბავშვებისთვის გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტის დამზადებას გეგმავს. თავად ”კახეთი ბიოს” კი ფურისულა მცხეთა-მთაინეთის რეგიონში ქალთა კოოპერატივებმა შეუგროვეს. პროდუქცია აპრილის თვეში და მაისის პირველ ნახევარში შეგროვდა ”, – აღნიშნა ლადო ბასილიძემ.

მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანია rose office-ი უახლოეს პერიოდში საქართველოსგან ტყის სხვა არამერქნული პროდუქტების შეძენასაც გეგმავს. სულ მალე ქალთა კოოპერატივები კრაზანას, ასკილისა და ხილკენკრას შეგროვებას დაიწყებენ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ”სოფლად თემთა განვითარების სააგენტო” ტყლაპის, ჩირისა და ცუკატის წარმოებასაც განიხილავს.

ცნობისთვის, ქართული არამერქნული პროდუქტების პოპულარიზაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც ლადო ბასილიძე ამბობს, ხორციელდება 3 წლიანი პროექტი „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება, ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა”. პროექტს ორგანიზაციები “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო” და “ბრიჯ – ინოვაცია და განვითარება”, “ოქსფამ საქართველოს” მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის ლატარიის ფონდის” დაფინანსებით ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩამოყალიბდა 5 ქალთა კოოპერატივი: „შარახევი 1“ „სომეჯი“ „ნიჩბურა2015“ „ლიახვი2015“ და „ტყის ნობათი“. კოოპერატივები უზრუნველყოფილია მცირე საწარმოებით, ხილისა და ბოსტნეულის მზის ჰიბრიდული საშრობითა და მზის წყლის გამაცხელებლებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები