LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

122
ღვინო

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  მასშტაბურ გამოფენაში „Wine to Asia“ მონაწილეობდნენ.

ქართული ღვინო ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) წარადგინა. ამასთან ერთად, მან, გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.

მასშტაბური, ასწლიანი გამოცდილების გამოფენა „Wine to Asia“ ათასობით საერთაშორისო მწარმოებელსა და დილერს უყრის თავს, რაც ღვინის კომპანიების წარმომამდგენლებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები