LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს

155
ქართული ღვინო

ქალაქ შანხაიში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსი „Shanghai International Wine Challenge“ ჩატარდა. საკონკურსო ნიმუშები 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან შემდგარმა მსაჯთა გუნდმა ბრმა დეგუსტაციის პრინციპით შეაფასა. აღნიშნულ კონკურსზე გამარჯვებული ღვინოები შემდეგ კატეგორიებში ჯილდოვდება: პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ტროფი და პოპულარული.

რიგით მე-19 კონკურსზე 200 ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, რომელთაგან გამარჯვებულებმა შემდეგ კატეგორიებში მიიღეს ჯილდოები: 10 – „პლატინა; 44 – ოქრო; 35 – ვერცხლი; 2 – საუკეთესო ტროფი; 5 – პოპულარული.

აღსანიშნავია, რომ „Shanghai International Wine Challenge“ 2006 წლიდან ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები