16-17 მაისს, შატო მეფის ქალაქში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი, რომელიც მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მეღვინე-ტექნოლოგის სახელს ატარებს, მიზნად ისახავს ხარისხის სტანდარტის პოპულარიზაციას ღვინის ინდუსტრიაში.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:
- მეღვინეების კონკურსი და დაჯილდოება;
- ღვინოების დეგუსტაცია;
- ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
- კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები, კულინარიული შოუები.
ფესტივალი უმასპინძლებს ღვინის მწარმოებლებს, ქართველ და უცხოელ ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ქართული ღვინის გულშემატკივრებს.
