LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო ნიუ-იორკში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

169
Untitled design (2)

ქვევრის ღვინის 13 მწარმოებელი კომპანია და მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართულ ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას.

ქართველი მეღვინეების განცხადებით, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

„პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

გამოფენაზე „RAW Wine“ მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g