LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ინოვაციური მომსახურება მალე ჩილეში დაინერგება

85

შპს WiFisher-ის საკუთარი საქმიანობის გაფართოებაას და სხვადასხვა ქვეყნების ათვისებას გეგმავს. როგორცფორტუნასკომპანიის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორის ჩილესთან და ჩეხეთთან, სადაც WiFisher-ი საკუთარ ინოვციურ მომსახურებას დანერგავს.

”თუმცა, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავფართოვდებოდეთ, ამ ზაფხულს მთლიან რესურსს  ბათუმისკენ მივმართავთ, სადაც რამდენიმე რესტორანთან და კაფესთან შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და ივლისის ბოლოდან სისტემა რამდენიმე ლოკაციაზე დაყენდება”, – აღნიშნა ივანიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის მომსახურება უკვე დაინერგა რუსთავის ავტობაზრობის მთელ ტერიტორიაზე. მომავალი კვირიდან კი WiFisher-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობასაც დაიწყებს.

როგორც  ივანიძემ განმარტა, აეროპორტები და ავტობაზრობა კომპანიის საქმიანობის გაფართოების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ლოკაციებია. ”ახლო მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთანაც დავიწყებთ თანამშრომლობას და მიმდინარე წელს ვეცდებით, რომ საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი უკვე გავედით, ერევანში 5 რესტორანში WiFisher-ის მომსახურება უკვე ერთი თვეა დაინერგა”, -აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, WiFisher შეიქმნა რამდენიმე თვის წინ, კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა საკმაოდ მარტივია –  მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ანლეპტოპისეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g