LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კივი გერმანიაში სუპერმარკეტების ქსელ ”ლიდლიში” იყიდება

297

შპს ”ნერგეტას” მიერ წარმოებულმა ქართულმა კივმა მეორე ევროპული სეზონი დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ოპერაციების დირექტორმა, რომეო ჯაპავამ განუცხადა, გერმანიაში 16 ტონამდე ქართული კივი გაიგზავნა და მათი გაყიდვა უცხოურ ბაზარზე 19 იანვრიდან დაიწყო.

”ევროპის ქვეყნებში არსებობს ასეთი სუპერმარკეტების ქსელი ”ლიდლი” , რომელშიც ჩვენი კივი იყიდება. სამწუხაროდ, პროდუქციის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ექსპორტზე მხოლოდ გერმანიაში გავდივართ. თუმცა, თუ გვექნება დიდი რაოდენობით მოსავალი, ჩვენი კივი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავა”, – განაცხადა რომეო ჯაპავამ.

მისივე ინფორმაციით, ”ნერგეტას” კივი ”ლიდლის” ასობით სუპერმარკეტში, ბავარიაში, შვაბიისა და რურის მხარეებში, ასევე მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და ახლომდებარე ქალაქებში იყიდება. გარდა ამისა, კომპანია მარტის თვიდან კივს ადგილობრივ ბაზარზეც გაყიდის. ”ნერგეტას” პროდუქცია როგორც სუპერმარკეტებში, ისე ბაზარზეც გამოჩნდება.

შპს ”ნერგეტა” ქართულ-გერმანული ინვესტიციებით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. ის 24 ჰექტარზე გაშენებულ კივის პლანტაციას ფლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 32 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები