LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის შემდეგ ”ნერგეტას” ქართული კივი თბილისშიც გაიყიდება

248

შპს ”ნერგეტას” მიერ წარმოებული კივი დღეიდან საქართველოს დედაქალაქში გაიყიდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, კონსტანტინე ვეკუამ განუცხადა, ”ნერგეტა” მოლაპარაკებებს დიდ სავაჭრო ქსელებთან და სუპერმარკეტებთან აწარმოებს.

”დღეიდან ჩვენი კივი ”კარფურის” ქსელში გაიყიდება. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ”ნერეგტა” ”ორ ნაბიჯსა” და ”ჯი თი სი”-შიც გამოჩნდება”, – აღნიშნა ვეკუამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოს მასშტაბით, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის ბაზრის ათვისებას გეგმავს.

”სამეგრელოში ჩვენ კივზე მოთხოვნა ნაკლებადაა, რადგან ადგილობრივებს საკუთარი კივი აქვთ შემონახული. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, ჯერ თბილისიდან ვიწყებთ და შემდეგ ვნახოთ,”- განუცხადა ”ფორტუნას” ”ნერგეტას” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ”ნერგეტას” მიერ წარმოებულმა ქართული კივი უკვე მეორე სეზონია გერმანიაში, ბავარიაში, შვაბიისა და რურის მხარეებში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და ახლომდებარე ქალაქებში, ”ლიდლის” ასობით სუპერმარკეტში იყიდება

იანვარში ”ნერგეტამ” გერმანიაში 16 ტონამდე ქართული კივი გააგზავნა.

შპს ”ნერგეტა” ქართულ-გერმანული ინვესტიციებით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. ის 24 ჰექტარზე გაშენებულ კივის პლანტაციას ფლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 32 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები