LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ლანჩხუთში გაიმართება

660
ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები

დღეს, 2 ივნისს, 17:00 საათზე ქალაქ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“-ს მორიგი კონცერტი გაიმართება.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და გოჩა დათუსანი. საკონცერტო პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

12 ნოემბერს კი პროექტის დასკვნითი გალა-კონცერტი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

„წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, იგეგმება ნაწარმოებების პრემიერები და რეგიონებში ნიჭიერი მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასების ჩატარება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებო” დაარსდა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა არამარტო მუსიკალურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც.ეს არის პროექტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.

ამ წლების მანძილზე “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ თბილისის გარდა ჩატარდა გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში, ხონში, წყალტუბოსა და ბორჯომში. კონცერტების სერიის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურის სამინისტრო,სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ქ.თბილისის მერია და კომპოზიტორთა კავშირი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g