LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ამიერკავკასიაში პირველი IT საწარმოს წალენჯიხაში გადატანას გეგმავს

383
ipiccy-image

Algorithm/ალგორითმი მზადაა, საწარმო წალენჯიხაში გადაიტანოს. შესაბამის ინფორმაციას ქართული კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კომპანა Algorithm/ალგორითმი გამოთქვამს მზაობას, პარტნიორის გამოჩენის შემთხვევაში, ქართული ოცნების მიერ კაბალური პირობების გამო დახურული, ამიერკავკასიაში პირველი IT საწარმოს წალენჯიხაში გადატანის! ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით!“, – წერია „ალგორითმის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ალგორითმის“ ქარხანა 2011 წელს გაიხსნა. ქარხანაში პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა ხორციელდებოდა.სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილი ნეტბუკები მიიღეს 2011-2012-2013 წლებში პირველკლასელებმა.

წალენჯიხის თემას გამოეხმაურა სწრაფი კვების რესტორანი „ედორფინიც“ და ასევე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „ენდორფინი წალენჯიხაში მალე ! წალენჯიხაში ეკონომიკური ბუმი იწყებაო და რას ფიქრობთ  ენდორფინის  იქ გახსნაზე?“.

შეგახსენებთ, წალენჯიხაში ბიზნესის წარმოწყებით უკვე რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი დაინტერესდა. მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებასა და ბინის ყიდვას გეგმავს. მან მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ კომპანიის ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება მუნიციპალიტეტში დატოვონ.

გარდა ამისა, დღეს ხაზარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხასთან დაკავშირებით მის გეგმებს იზიარებს. “დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. “მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ”. მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ”, – წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები