LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ყაზახეთს სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში დაეხმარება

Mans hand drawing Startup concept on white notebook

1-2 თებერვალს Future Laboratory-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა. მან ვიზიტის ფარგლებში ციფრული ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ყაზახეთის მთავრობას და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით.

მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში ცვლილებები სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად, რადგან სკოლები დღეს არ ამზადებენ ბავშვებს რეალური ცხოვრებისათვის. მომავალში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ბავშვს სჭირდება 21-ე საუკუნის უნარები, ესენია: კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარი, ემოციური ინტელექტი და სხვა.

ფორუმის ფარგლებში ასევე შედგა შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების სტარტაპების მომიჯნავე ბაზრებზე გასვლას, რაშიც ყაზახეთს Future Laboratory დაეხმარება.

ვიზიტის განმავლობაში ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები ალმათის (ყოფილი ალმაატა) ტექნოლოგიური პარკის განსავითარებლად და პროცესში Future Laboratory-ს მონაწილეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g