LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები China International Import Expo -ში მიიღებენ მონაწილეობას

46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გრანდიოზულ გამოფენაში China International Import Expo (CIIE) მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში გაიმართება.

„საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე ცნობილი შემსყიდველი (ე.წ ბაიერი) დაესწრება, უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს ქართულ კომპანიებს, მოახდინონ საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ჩინეთსა და სხვა უამრავ ქვეყანაში. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ პოტენციური შემსყიდველების მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია პროდუქციის რაოდენობასთან, ხარისხთან, საქონლის სისტემატურ და შეუფერხებელ მიწოდებასთან

გამოფენაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე არაუგვიანეს 12 მაისისა: https://docs.google.com/…/1FAIpQLScYMshIUrM_Je7ZF…/viewform… დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g