LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ

91

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნესკონფერენცია „ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“ გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო – „აწარმოე ესტონეთში“ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო.

ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იყო. ბიზნესკონფერენცია ძირითადად ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკოსისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნესგარემოების ერთგვაროვნების შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში ორი, ტალინში კი ერთი ბიზნესფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, 2018 წლის 9 თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა და 9,73 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა. მათივე ინფორმაციით, ექსპორტი 169%-ით გაიზარდა და 5,96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g