„ქართული მარში“ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მორიგ აქციას აანონსებს. მარშის წევრების თქმით, უახლოეს დღეებში მრავალრიცხოვანი შეკრება გაიმართება და ტელეკომპანიის თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
მათი თქმით, ტელევიზიის შენობასთან აქტივისტები შეიკრიბებიან და „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს არც ჩართვების საშუალებას მისცემენ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-თან“ 19 მარტს პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.
მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ბრიფინგი გამართა, რომელზეც გვარამიამ არხის მაყურებელს, ვისი რელიგიური გრძნობებიც გიორგი გაბუნიას სიტყვებით შეილახა, ბოდიში მოუხადა.
თავად გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს.