LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალებზე

95

ახლახანს ტორონტოს A-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის ფილმი “წითელი ვაშლები” აჩვენეს. იგი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იყო წარმოდგენილი. “წითელი ვაშლების” პრემიერამ ტორონტოში წარმატებით ჩაიარა, ამჟამად კი რეჟისორი მის მორიგ ფილმზე “სამშობლო” მუშაობს.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმი “დინოლა” ერაყის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

“დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

3 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “ლეთა”.
ფილმს ესპანეთში, რუმინეთში და საბერძნეთში აჩვენებენ.

“ლეთას” მსოფლიო პრემიერა 2016 წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g