LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „მწვერვალის“ ხის სათამაშოები და საბავშვო ავეჯი საერთაშორისო პლატფრომა Etsy-ზე იყიდება

2277
264747662-3125373914412502-6596324207009261342-n

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი კვლავ გრძელდება. მისი მიზანია, მსუბუქი მრეწველობის სფეროში ოპერირებად ბიზნესებს საქმიანობის განვითარებაში, პროდუქციის დახვეწასა და ექსპორტზე გასვლაში შეუწყოს ხელი.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ხის სათამაშოების, საბავშვო ავეჯისა და დეკორის საწარმო – „მწვერვალი“. კომპანიის პროდუქციას მაღალი ხარისხი გამოარჩევს. ნაწარმი წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის საუკეთესო ხარისხის მასალით მზადდება. ამასთან, „მწვერვალი“ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად საღებავებსა და წებოს მოიხმარს, რომელიც ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას სრულად შეესაბამება.

კომპანია 2016 წლიდან აწარმოებს სათამაშოებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებას. 2020 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით, „მწვერვალის“ პროდუქცია საერთაშორისო პლატფრომა Etsy-ზე განთავსდა. საქართველოს ბანკის ჩართულობით კი, კომპანია აგრძელებს შემდგომ განვითარებას.

„ჩვენს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყეთ გაფართოებაზე ფიქრი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გაგვეტანა და ეს ასეც მოხდა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენი ნაკეთობების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი ვაგრძელებთ შემდგომ განვითარებას. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საქმიანობის პროცესში კიდევ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტში მონაწილეობამ უფრო დიდი სტიმული მოგვცა, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“ , – განაცხადა „მწვერვალის“ დამფუძნებელმა, თინა დათუკიშვილმა.

„მწვერვალის“ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ გვერდზე: https://bit.ly/3F2LSyb

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g