LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” – 36%, “ნაციონალური მოძრაობა” – 13% – ტელეკომპანია “იმედის” კვლევის შედეგები

39

JPM Strategic Solutions-ის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 36%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13%-იანი.  სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა.  ამავე კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას 59% აპირებს. აქედან  „ქართულ ოცნებას“ – 36%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს – 13% უჭერს.

რაც ეხება დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს, „თავისუფალ დემოკრატებს“ – 4% , „ლეიბორისტულ პარტიას“ – 3%, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 2%, „ ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ – 2%, ხოლო სხვა პარტიებს – 2% უჭერს მხარს.

კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე ამომრჩეველთა 36%. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით,  თითქმის 5 პროცენტით – 41,3%-დან 36 %-მდე შემცირდა.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა, საქართველოს მასშტაბით,  27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.8%-ია.  საველე სამუშაოები „გორბიმ“ ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g