LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ – 44 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 32.6% – მმართველმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა

65
ქართული

„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევსი შედეგები გააცნო საზოგადოებას.

ქუთაისში პარტიების რეიტინგის კვლევის შედეგები  პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მისი თქმით, კვლევაში 987-მა რესპონდეტმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა 44% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. ხოლო, ნაციონალურ მოძრაობას 32, 6 % – პროცენტი.

რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%;
  • პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.6%;
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 2.5%;
  • „ლელო“- 2.3%;
  • „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%;
  • „მოქალაქეები“ 1.5%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%;
  • „გირჩი“ – 0.4%;
  • „ერთიანი საქართველო“ -0.4%;
  • სხვა პარტიები- 3.3%.

მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს.

„28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად: „ქართული ოცნება“ 16 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 11, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ 1 მანდატი.

ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:

  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი – 50.3%;
  • „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 37.8%;
  • სხვა დანარჩენები- 11.9%.

„როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ყველანაირი მონაცემი იმის, რომ პირველივე ტურში მერობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ 7-ივე მაჟორიტარს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ქუთაისის საკრებულოში დიდი უპირატესობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს,“- განაცხადა მიქანაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g