ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3838 საარჩევნო უბანი.
სულ 3847 უბანია, რაც იმას ნიშნავს, რომ დათვლის პროცესი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და დიდ ცვლილებებს აღარ უნდა ველოდოთ.
არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.16%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.12%-იანი მხარდაჭერა აქვს.
დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია:
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.78%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3.15%
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%
“ლელო“ – 3.16%
“გირჩი“ – 2.89%
“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33%
“ლეიბორისტული პარტია” – 1%.