„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად დაშორდა ხალხის რეალურ გამოწვევებს და მათი რეიტინგი შესაბამისად კლებულობს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ბუჩკურმა განაცხადა.
ბუჩკურის თქმით პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია, რომლის რეიტინგი არის მზარდი, რაც ხალხთან კომუნიკაციის შედეგია.
როგორც იცით, ჩვენი პარტია დაფუძნებული არის დაახლოებით, ორი თვეა. ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები უშუალოდ ხალხთან, ჩვენს მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა, ეს აისახება, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პარტიის მზარდ რეიტინგში“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% -„ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.