LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” დაუფარავად ცდილობს, საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო ხელისუფლება: “სტრატეგია აღმაშენებელი”

34
1

“სტრატეგია აღმაშენებელი” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები კიდევ ერთხელ დაარღვია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პარტია სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ის, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას:

“ქართული ოცნება” ახლა უკვე დაუფარავად ცდილობს საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო ხელისუფლება და იმ ფორმალური პროცედურების დარღვევასაც კი აღარ ერიდება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალედ განხილვასა და შერჩევას გულისხმობს.

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარღვია სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად უნდა განახორციელოს.

“ქართული ოცნება” სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.” – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები