“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან. მათ შორის ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ასევე მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.
კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
გლდანში, მე-20 ოლქში – კობა კობალაძე.
გლდანში, 21-ე ოლქში, – ლევან კობიაშვილი.
გლდანში, 22-ე ოლქში – ლევან კობერიძე.
დიდუბეში, მე-15 ოლქში – ზაზა პაპუაშვილი.
დიდუბეში, მე-16 ოლქში – ილია წულაია.
ვაკეში, მე-2 ოლქში – ბიძინა გეგიძე.
ვაკეში, მე-3 ოლქში – ზაზა ხუციშვილი.
ისანში, მე-8 ოლქში – ირაკლი აბუსერიძე.
ისანში, მე-9 ოლქში – დავით ჭიჭინაძე.
ისანში, მე-10 ოლქში – ბექა ნაცვლიშვილი.
კრწანისში, მე-7 ოლქში – ბექა ოდიშარია.
ნაძალადევში, მე-17 ოლქში – სოფო კილაძე.
ნაძალადევში, მე-18 ოლქში – მიხეილ ყაველაშვილი.
ნაძალადევში, მე-19 ოლქში – ზაზა გაბუნია.
საბურთალოზე, მე-4 ოლქში – მამუკა მდინარაძე.
საბურთალოზე, მე-5 ოლქში – ნინო გოგუაძე.
საბურთალოზე, მე-6 ოლქში – ლევან გოგიჩაიშვილი.
სამგორში, მე-11 ოლქში – გიორგი მოსიძე.
სამგორში, მე-12 ოლქში – მარიამ ჯაში.
სამგორში, მე-13 ოლქში – შოთა ხაბარელი.
ჩუღურეთში, მე-14 ოლქში – გია ვოლსკი.
მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში კი ქართული ოცნება მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.