LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” PES-მა საკუთარი რიგებიდან გარიცხა

174
kajoahik8xsczsk

ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) ინფორმაციით, “ქართული ოცნება” PES-ის წევრი აღარაა.

განცხადებაში, რომელსაც ევროპელი სოციალისტების პარტია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ეს იყო პარტიის თავმჯდომარეების მიერ დღეს მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

PES-ში ამბობენ, რომ მმართელი პარტიის ლიდერების განცხადებები და ნაბიჯები ევროპელი სოციალისტების პარტიის ღირებულებების მიღმაა.

“შესაბამისად, PES-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები პარტიას PES-ის ღირებულებებისგან ძალიან შორს აყენებს. ამ გადაწყვეტილების ფონზე, PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს” – წერია პარტიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g