LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი გუნდის წევრი, საკუთარი წარმატების ისტორიებით… “ – ნინო წილოსანი

111
ნინო წილოსანი

„ზუსტად ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები გახდნენ „ნაცსექტანტებისთვის“ შეტევის, ბოღმის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები. ასეთია უშინაარსო და სხვისთვის ავის მოსურნე ადამიანების რეალური სახე“ – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

უმრავლესობის დეპუტატმა ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში ყოფნასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ოპონენტების კრიტიკას უპასუხა:

მისივე განცხადებით „ქართული ოცნება“ გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, საკუთარი წარმატების ისტორიებით“:

„რომ დავფიქრდეთ, რამხელა შრომის და ბრძოლის ფასად აქვთ ამ ადამიანებს მიღწეული თავიანთი გამარჯვება, მაშინ როდესაც, სალომე სამადაშვილის და ალეკო ელისაშვილის ნაირებისთვის ერთი პარტიიდან მეორეში გადახტომაც კი საკმარისია, რომ დარჩნენ პოლიტიკაში.

მაგალითად, ძველი არამზადებისთვის ახლის დარქმევა თითქოს უცოდველად დაბადებას ნიშნავს. მაგალითად, „ანა ხალხისთვის“ ყველაზე ბინძური კაპიტალისტების დაჯგუფებაში გადავა, მისთვის ეს უფრო მორალურია, ვიდრე ნაბრძოლი და ნაშრომი სპორტსმენების პოლიტიკაში შემოსვლა…

„დაბრუნებით, „ტრიუმფალური გამარჯვებით“ – გვექადნებიან.

ნეტა თავად თუ სჯერათ ამ ყველაფრის როდესაც ცოდვილობით აკოწიწებენ 5%-ზე მეტს. იმდენად ამორალურად მიმდინარეობს მთელი მათი გადაჯგუფების პროცესი, რომ გახარია – „ლელოს“ გაერთიანებას ველოდებით სულმოუთქმელად.

ქვეყნის სიყვარულში რომ ვერ გვეჯიბრებიან ეს უკვე დეკლარირებულად აქვთ გაცხადებული, თუმცა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში ერთმანეთს ტოლს რომ არ უდებენ, ეს უკვე ტრაგედიაა…

რადგან გმირები გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე მოღალატეები და სწორედ ასეთი გმირი იქნება თითოეული თავის ბიულეტენთან 26 ოქტომბერს, რომელიც ქვეყნის ჯიჯგნას და მავნებლობაში დახელოვნებულ ადამიანებს დაასრულებს“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები