LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ – გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია

185
ქართული ოცნება

გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 12-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათი განმარტებით, ჩანდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის ინდექსს აქვეყნებს. 

https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

„საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო გამჭვირვალობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მეცხრე ადგილზე გავიდა. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g