“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, წყალტუბოში, ”ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს. ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში”, – ნათქვამია განცხადებაში.