LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, პარლამენტმა გადაწყვეტილება სახალხო დამცველის 5 კანდიდატს შორის მიიღოს

143
Capture

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტმა გადაწყვეტილება 5 კანდიდატს შორის მიიღოს. ამის შესახებ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.

“ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს.

მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: – ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიიღოს.

სარჯველაძის შეფასებით, “იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს საპირწონედ, “როგორც ჩანს, ოპოზიციას განზრახული აქვს ულტიმატუმს არ გადაუხვიოს“.

“კანდიდატები, რომელიც ოპოზიციამ დაასახელა, მათი არჩევანი კი არა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დასახელებული კანდიდატებია. როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ კანდიდატების მიღმა დათმობას არ აპირებს. ჩვენი მხრიდან დათმობა ის მოდელი იყო, რომელიც თავდაპირველად შევთავაზეთ, რომ წარმოედგინათ კანდიდატები რომელთაგან არჩევანს გავაკეთებდით და არჩევანის მიხედვით გადაწყვეტილებას მივიღებდით. მხარე, რომელსაც ამ შემთხვევაში ულტიმატუმისგან გადახვევა და შედარებით უფრო მოქნილი პირობის შემოთავაზება მოეთხოვებოდა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყო.

ამის იქით კონსულტაციის გაგრძელება, აზრის არ მქონეა – არ ვიცი, რამდენად ლოგიკური იქნება დროის გასვლას ველოდებოდეთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g