პარტიის წევრი ქალების კარიერული ზრდისთვის “ქართული ოცნება” პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სხვადასხვა გარემოებების გამო, ჩვენმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში შეძლო 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალის წარდგენა. ხოლო საკრებულოს კადიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარდვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო მაღალ წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და გზას გაუხსნის მათ მეტი წარმატებისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.