LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” საპარლამენტო თანამდებობის კანდიდატებს ასახელებს, უმრავლესობის ლიდერად კობახიძე რჩება

114
160327368aea9ab13e1f01f1d156ab62-XL

„დღეს გაიმართა საბოლოო კონსულტაციები პარტიაში, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მიღებული იქნა გადაწტყვეტილება, თუ რომელი წარმომადგენლები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის საკვანძო პოზიციებზე”, – “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კანდიდატები დაასახელა.

“დასახელდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, ეს გახლავთ არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო ძალიან წარმატებული თავმჯდომარე მე-9 მოწვევის პარლამენტში და ის ასევე წარმატებით გააგრძელებს მეათე მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის პოზიიცაზე”.

მისი თქმით, სპიკერატის შემადგენლობა ასეთია:

თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავ გიორგი ვოლსკი იქნება.

თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას ძირითადი ფუნქცია იქნება საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა.

ასევე მოადგილე იქნება დავით სერგეენკო.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, გუნდის გადაწყვეტილებით აღნიშნულ თანამდებობაზე თავად კობახიძე რჩება.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება მამუკა მდინარაძე;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშისროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდოამარე – სოზარ სუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g