LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” უდიდეს მონაპოვარს ანადგურებს და ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს სახლში უშვებენ: ბუჩუკური

72
ანა ბუჩუკური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს ეხმიანებიან პარტიაში “საქართველოსთვის”.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური” უდიდესი მონაპოვარი იყო, რომელსაც “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, ანადგურებს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის პარტიას დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტები სჭირდება.

როგორც ბუჩუკური ამბობს, მათ, ვინც ინსპექტორის სამსახურში კონკურსის წესით არიან თანამდებობებზე დანიშნულები, 2022 წლის მარტიდან, ფაქტობრივად, სახლში უშვებენ:

“როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის პარტიას დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტები სჭირდება, ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დღეს გააჩნია, ძალიან აშინებს და აწუხებს “ქართულ ოცნებას”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო. წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა და რეკომენდაცია მსგავსი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით და ეს იყო უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს ფაქტობრივად ანადგურებს.

ფაქტია, რომ “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია არსებობდეს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ ექვემდებარება პარტიულ ვერტიკალს და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკავშირდება იმას, რომ მას სურს დამოუკიდებელი უწყება დაუქვემდებაროს პარტიულ ვერტიკალს.

ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, 2022 წლის მარტიდან, ფაქტობრივად, სახლში უშვებენ აქ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც კონკურსის წესით არიან თანამდებობებზე დანიშნული. თავად სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის მიერ არის არჩეული და აქვს იმუნიტეტი, შესაბამისად, ჩემთვის ეს ყველაფერი ცალსახად მიანიშნებს, რომ ეს არის “ქართული ოცნების” მცდელობა თავის პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებაროს ეს სამსახური.” – თქვა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, სხელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კანონში ცვლილებების პროექტი კონსპირაციულად მომზადდა და მასში ინსპექტორის სამსახურს მონაწილეობა არ მიუღია.

თოლოარიას თქმით, ცვლილებების პროექტში პირდაპირ მითითებულია, რომ 1 მარტიდან წყდება შრომითი ხელშეკრულება სამსახურის ყველა თანამშრომელთან.

ვერ ვიფიქრებდი, რომ სამსახურის წარმატებული საქმიანობის ორი წლის თავზე მე მომიწევდა თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: სახელმწიფო ინსპექტორი

მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუსმა გასცა: სააკაშვილი

“ქართული ოცნება” აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას: ნათია მეზვრიშვილი

magti 5g