LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუსმა გასცა: სააკაშვილი

112
1

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის სრულ ნდობას უცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერია.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მოუწოდებს ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, მისი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუსმა გასცა:

“მე საერთოდ არ ვიცოდი თუკი არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამის შესახებ გლდანში ძალადობით გადაყვანის შემდეგ გავიგე, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ამ სამსახურმა აღძრა საქმე ჩემს მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მერე გავიგე, რომ ამ სამსახურის გამომძიებლებს არ უშვებდნენ ჩემთან.

ამის პარალელურად, ჩემთან შემოვიდა 3 საკმაოდ უსიამოვნო თანამშრომელი, რომლებმაც მითხრეს, რომ არიან შიდა ინსპექტორები და სცადეს ჩემი შემოხეული ტანსაცმლისა და სხვა ნივთმტკიცებების ამოღება. კიდევ კარგი, რომ შუა საუბარში მივხვდი, რომ ეს “ინსპექტორები” არ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები და გავყარე ეს სუბიექტები ჩემი პალატიდან.

უცხოელი დიპლომატების ჩარევის შემდეგ, ჩემთან გამომძიებელი და ექსპერტი შემოუშვეს და ეს იყო პირველი ორი ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც შემომხვდა სისტემაში საქართველოში დაბრუნებისა და ციხეში მოხვედრის შემდეგ. გამომძიებელი სვამდა ზუსტ და პროფესიულ კითხვებს, დეტალურად ინტერესდებოდა, თუ რა და როგორ მოხდა, ხოლო ექსპერტმა ჩემს ტანსაცმელსა და სხეულზე აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომელიც მანამდე არც მე მქონდა შემჩნეული. ამის შემდეგ, როგორც გავიგე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაკითხა 150-ზე მეტი თანამშრომელი და შესაძლო მოწმე, მეორედ დამკითხეს მეც.

მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი. სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.
მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ, რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა.

გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე “არაძალადობრივი” მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ.

მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი. სიტუაცია მაინც სწრაფად შეიცვლება და შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ის შარი, რომელშიც ყაჩაღთა ბანდა გხვევთ!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, სხელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი განცხადებით, კანონში ცვლილებების პროექტი კონსპირაციულად მომზადდა და მასში ინსპექტორის სამსახურს მონაწილეობა არ მიუღია.

 თოლოარიას თქმით, ცვლილებების პროექტში პირდაპირ მითითებულია, რომ 1 მარტიდან წყდება შრომითი ხელშეკრულება სამსახურის ყველა თანამშრომელთან.

“ქართული ოცნება” აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას: ნათია მეზვრიშვილი

 

magti 5g