LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, ენმ-ს წევრი ზუგდიდში, 67-ე ოლქის მე-8 უბანზე, სავარაუდოდ, ბიულეტენებს იპარავს

120
შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნება“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფიკო ჩვამანია ზუგდიდში, 67-ე ოლქის მე-8 უბანზე, სავარაუდოდ, ბიულეტენებს იპარავს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ფაქტი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მირანდა მესხი: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე და უშუალოდ ჩემზე, უკვე ორი დღეა, მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება

„საზოგადოების ყურადღებას ერთ ფაქტზე გავამახვილებ, რაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი.

ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საოლქო კომისიის შენობაში ხმაური იყო – ოპოზიცია თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g