პარტიამ ”ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” რუსთავში, ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე იქნება. 30-ე ოლქში – გიორგი ბეგაძე.
წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ბოლნისში გოგა მეშველიანი. გარდაბანში – სავალან მირზოევი. თეთრიწყაროში – გოდერძი ჩანქსელიანი. მარნეულის 35-ე ოლქში – რუსლან გაჯიევი, მარნეულის 36-ე ოლქში – თამაზ ნავერიანი.