„ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს, შარლ მიშელს და ბატონ კრისტიან დანიელსონს იმისთვის, რომ ჩამოვიდა საქართველოში. ვიცით რომ, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგის წარმატებით დასრულებას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდება. „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს“, – ამბობს კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.
„დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. ჩვენს პარტნიორებთან ამასთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს. მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება დიალოგი და მას შემდეგ რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარები. “, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს წარმომადგენელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხვდება.
