„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მოგესალმებით ჩემო იმერლებო უდიდესი სიყვარულით. უდიდესი სიყვარულით მივესალმები ქუთაისს, წყალტუბოს, სამტრედიას, ვანს, ხონს, ბაღდათს, ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას და არ გაგიკვირდებათ ალბათ ჩემგან, რომ ასევე უდიდესი სიყვარულით მივესალმები ჩემს მშობლიურ თერჯოლას და ჩემს ღვანკითს.
მივესალმები ყველაზე სტუმართმოყვარე, ამაყ, ლაღ, თავისუფალ ქართველებს. უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე მხარეს. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავუდასტურო ქუთაისს. თავისუფლად შეიძლება ითქვას საქართველოს კულტურულ დედაქალაქს. იმერეთი გახლავთ განსაკუთრებული მხარდამჭერი იმ პოლიტიკის, რასაც ღირსეული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაცია ჰქვია. ამავე დროს, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როცა ვამბობთ თამამად, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია იგივე დავპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში და გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის, მოქალაქეებზე უკეთ, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ. მინიმუმ, რამდენიმე ქვეყანაზე უკეთ. ალბათ, ეს რომ 10 წლის წინ, დამეთანხმებით, 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა შეიძლება გიჟადაც შეგვერაცხა, მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვიყოთ ამაყები.
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო შეუძლებელი. დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის 10 პროცენტიანი მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე არა რეგიონში, არამედ ევროპაში. ყველაზე ძალიან, ძალიან გულწრფელად გეტყვით, მე პირადად იცით რა მახარებს? და ზუსტად ვიცი, რომ თქვენთვის, თითოეული თავმოყვარე მოქალაქისთვის ამ ქვეყნისა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპისკენ ჩვენ არ მივდივართ გაწვდილი ხელით, არამედ შევძელით, რომ ამ მიმართულებითაც თავაწეულები ვყოფილიყავით, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც პირველ ადგილზეა, როგორც უკვე ვთქვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ჩვენ ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, უარი ვთქვით გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, უარი ვთქვით წლების წინ, 2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, და პირიქით, აგერ სულ ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ საერთოდ ლგბტ პროპაგანდა. დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა და ერთი ათად გავაძლიერეთ შერიგების, ურთიერთმიტევების და ქვეყნის ამ გზით გაერთიანების პოლიტიკა და პერსპექტივა. ყველაფერზე წინ დავაყენეთ ღირსება, უდიდესი გლობალური წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. ბოლომდე ჩამოვხადეთ ამით ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში. აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება. და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც.
ძალიან მოკლედ ჩვენს დღევანდელ აგენტურულ ოპოზიციაზე. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ერთ ხმასაც კი, ერთ ხმას, გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, როგორ უნდა იღებდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლი რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკოსი, თუმცა რადგან მათ კიდევ საზოგადოების შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი უჭერს მხარს, შევახსენოთ მათ, რომ აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან: პირველი- მკვლელი, მოძალადე, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დანაშაულის დამბრალებელი სააკაშვილი. მეორე- მისი პარტიის მეორე დანაყოფი შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული თაღლითი და თავისი ტელეკომპანიების გამძარცველი გვარამია. ასევე, უპერსპექტივო პარტიებსაც შევეხოთ, ვერ ლახავენ ბარიერს, მაგრამ მაინც ამ ოთხეულში არიან. თაღლითი, სააკაშვილის რეკეტიორი ხაზარაძე და ასევე თაღლითი, სააკაშვილთან მოღალატე და თავისი გუნდის გამწირავი გახარია. აი ესენი იღებენ ხმას. არსებობს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ ამომრჩეველი, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს, ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას აძლევს და როცა მათ დაველაპარაკებით უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან აი ამ ხალხის მხარდამჭერები, ასე სიტყვა სიტყვით უნდა ჩამოვუთვალოთ.
ამიტომ, 26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს. ქართველ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასაღებს ევროპელებად, გამორიცხულია ეს ამბავი. რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ, აი ამ ყველაფრით გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, უფრო წინააღმდეგობრივი თუ გნებავთ და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით, ამ მიდგომის განმტკიცებას იქით, ჩვენ ევროპაშიც შევძლებთ და შევეცდებით. არ არის ისე ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, პირიქით, თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც დილა მშვიდობის და საღამო მშვიდობისო, ასე ვესალმებით ერთმანეთს ხომ? ან კიდევ მისალმების აღმნიშვნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯობას, არავის გავამარჯვებინებთ არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს! ჩვენს ქართულ ოცნებას გაუმარჯოს! უდიდესი მადლობა ჩემო მეგობრებო“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.