“ქართული ოცნების” პარტიულ აქციაზე კახეთიდან წამოსული გურჯაანის მერი და მისი თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ. არჩილ ხანდამაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მერის მანქანა საწინააღმდეგო მხრიდან წამოსულ სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა.
დაზარალებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კი თავი აქვს გატეხილი.
შეგახსენებთ, დღეს 16:00 საათზე “ქართული ოცნება” თბილისში პარტიულ აქციას მართავს და ამისთვის რეგიონებიდან საჯარო მოხელეები და აქტივისტები ჩამოჰყავთ.
