„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად სოფელ კირბალში ჩავიდნენ.
თამაზ გინტურის ოჯახისთვის მისასამძიმრებლად კირბალში გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, ბექა ოდიშარია და ირაკლი ჩიქოვანი, ასევე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი იმყოფებიან.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტი სოფელ კირბალში ჩავიდა – სალომე ზურაბიშვილმა ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.