LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ განცხადებები არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი კომპრომისისთვის მზად არიან: სალომე სამადაშვილი

64
სალომე სამადაშვილი

“ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, რომ თუ მხარეები კომპრომისზე არ წავიდნენ, შეთანხმება ვერ შედგება. „ქართული ოცნების“ განცხადებები უკანასკნელ დღეებში არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სჭირდება  და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი არის, რომ შეთანხმება შედგება. რაც შეეხება იმას, რა შანსებია, რომ შეთანხმება შედგეს, ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, რომ თუ მხარეები კომპრომისზე არ წავიდნენ, შეთანხმება ვერ შედგება. „ქართული ოცნების“ განცხადებები უკანასკნელ დღეებში არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის, მაგრამ ჩვენ დაველოდებით დოკუმენტს, რომელსაც მედიატორი გაგვაცნობს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

პოპულარულები