LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას“ – ბადრი ჯაფარიძე

140
ბადრი-ჯაფარიძე

„ჩვენ ვდებთ პირობას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი. ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!“ – ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ სწრაფად უნდა გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები, რადგან ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, იდენტობისა რწმენის შენარჩუნებას.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ის ოცნება, რომელიც ჩვენს წინაპრებს აუხდენელ ოცნებად დარჩათ, რასაც შესწირეს ცხოვრება, სიცოცხლე და რის ოცნებაშიც გაატარეს წლები – ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ოცნება ავასრულოთ. ხშირად გვესმის დღევანდელი მმართველი ძალისგან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, ეს არის მხოლოდ არაფრისმომცემი სტატუსი, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი სიკეთე და ევროკავშირის მიმართ ჩვენ გვესმის „ქართული ოცნების“ სატელიტების მხრიდან სალანძღავი ეპითეტები იმისთვის, რომ როგორმე შეძლონ გაამართლონ თავიანთი ანტიევროპული, ანტიეროვნული პრორუსული პოლიტიკა.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩვენი წინაპრების მიმართ, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენი, „ლელოს“ ამოცანაა, რომ ქვეყანამ სწრაფად გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს კეთილდღეობას, ჩვენი იდენტობის, რწმენის შენარჩუნებას, ეს არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის სწორედ ის სიკეთეები, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ.

ის წარსული, რომელიც ნიშნავდა სწორედ იდენტობის გაქრობას, რომელიც ნიშნავდა ჩვენი წარსულის დავიწყებას, ეს ჩავაბარეთ წარსულს, ეს გავაკეთეთ, მაშინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, უკან დაგვაბრუნოს იმ ჯურღმულში, რომელსაც თავი დავაღწიეთ. ჩვენ გვინდა ღირსეული ადგილი დავიკავოთ ევროპულ ოჯახში, ჩვენი განუმეორებელი ხასიათი, იდენტობა შევიტანოთ ევროპულ ოჯახში, სადაც ძალიან გაუფრთხილდებიან ამას. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი ერთობის წევრი, სადაც ყველა თანაბარი და თან ყველა დამოუკიდებელი და განუმეორებელია. ასეთი ოჯახია ევროპული ოჯახი. ჩვენ ვიღებთ პირობას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი! ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს! რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ – პარტია „ლელო“ – მამუკა ხაზარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g