LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში TV პირველს და სხვა მედიებს პრობლემა არ შეექმნება: მდინარაძე

55
მდინარაძეეე

“მე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, მთელი ჩემი გუნდის სახელით და გარანტირებულად, რომ საქართველოში არც ტვ პირველს და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება,” – ამის შესახებ განცხადებას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აკე​თებს.

მდინარაძის განცხადებით, იმაზე საუბარი, რომ პროკურატურამ პროკურატურამ სასამართლოსგან სადმე შეჭრა მოითხოვა, “მოგონილი ამბავია”.

“მე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, მთელი ჩემი გუნდის სახელით და გარანტირებულად, რომ საქართველოში არც ტვ პირველს და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ არავინ აპირებს… მოცემულობაც კი არასწორია, რომ მოითხოვა სასამართლოსგან სადღაც შესვლა, შეჭრა და ასე შემდეგ. ეს არის მოგონილი ამბავი. პროკურატურის განცხადების მიუხედავად, თქვენი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და ეს არის არასწორი”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g