LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი ლადო კახაძე იქნება

427
ლადოკახაძე

მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. განსახილველი თემა შუალედური არჩევნები იყო.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

magti 5g