LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა: ირაკლი ღარიბაშვილი

51
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფუძვლო კრიტიკას უწოდებს ოპონენტების განცხადებებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 100 ათასით გაიზარდა. როგორც ღარიბაშვილმა ხონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ზრდის ეს მაჩვენებელლი სატრაბახო არაა, თუმცა აუცილებელია, რომ „მოსახლეობას სიმართლე უთხრან“.

„მუდმივად მიმდინარეობს აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ა.შ. წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა. ჩვენ დროს მცირედი ზრდაა და სატრაბახო არაა, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ და ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს მაჩვენებლი 100 ათასითაა გაზრდილი. მცირედია ეს, მაგრამ, როდესაც საუბარია უსაფუძვლო კრიტიკაზე, აუცილებელია მოვიყვანოთ ფაქტები და მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოპულარულები