LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა

109
გიორგი მუმლაძე

“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში თუ მუმლაძე თანხის ნახევარს 50%-ს გადაიხდის, პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება დღესვე ექნება.

სამოქალაქო აქტივიტების მუმლაძისთვის თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში კამპანია #მუმლიკასთვის წამოიწყეს.

“სასამართლომ გიორგი მუმლაძეს შეუფარდა საპატიმრო გირაო 3 000 ლარის ოდენობით. თანხის გადახდამდე გიორგი რჩება პატიმრობაში. ვისაც გსურთ თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტის გათავისუფლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოთ შეგიძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშებზე ჩარიცხოთ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკი:
#GE51BG0000000101305140

მიმღები: იგორ ნარმანია

თიბისი ბანკი:

#GE85TB7981236515100033
მიმღები: ალიკა კუპრავა
დანიშნულება:
#მუმლიკასთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g