თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა.
ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა ისევ დაკავებებით და ხმაურის ფონზე გაიმართა
დღევანდელ პროცესზე, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და პროცესი 25 ნოემბრამდე გადადო.
შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.