პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა.
ადგილზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა. შენობის ირგვლივ სპეცრაზმია განთავსებული, რომელსაც ცოცხალი კედელი აქვს აღმართული და შენობის შესასვლელი სრულად გადაკეტილია.
როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.
პარლამენტთან მყოფი მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.