LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა: ბადრი ჯაფარიძე

121
ბადრი ჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა“.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართული ხელისუფლების მოქმედება აცდენილია მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკას და ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიმსახუროს შექება“.

ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“

„ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით დღევანდელი ქართული ხელისუფლების მოქმედებას, როგორც აცდენილს მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკისგან, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიმსახუროს შექება და ის მოხდა რასაც ველოდით. უკვე პირდაპირ რუსეთის ხელისუფალმა შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ის განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ და ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც რუსეთის ფედერაცია, რომელიც აქებს დღეისათვის ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში, ბელარუსში, ახლა აქებს საქართველოს ხელისუფლებას. სწორედ ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების შეფასება, რომელიც რეალურად დაპირისპირებულია იმ პოლიტიკასთან, რასაც ახორციელებს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, სანქციებთან მიმართებაში არის ანტიევროპული, შესაბამისად, ანტიეროვნული და ის, მხოლოდ ემსახურება იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი – სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა: ეს ინდულგენციაა“: სერგეი ლავროვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g