რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს „ქართველ სახლხთან არავითარი პრობლემა არ აქვს“.
2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ასევე თქვა, რომ უდიდესი პატივისცემით ეკიდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მისი თქმით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.
„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში იქნებიან.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება - ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი
2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა – ეს ინდულგენციაა, იქვე კონდოლიზა რაისი [აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი] ჩავიდა, ცხინვალის და მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემაზე ერთი თვით ადრე. უკრაინელებს მეტი დრო დასჭირდათ, სანამ ამ ბუქარესტის იმპულსმა იმ ადამიანებამდე მიაღწია ვინც გადაწყვიტა, თავისი ტერიტორიიდან ყველაფერი რუსული გაედევნა.“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.