LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

ff1be1ac072ec09934f08c4e4a15baec_XL

24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის შეხვედრაზე განიხილება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია. მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.

„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g