LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” წევრს პატიმრობა შეეფარდა – რას ედავება მას გამოძიება

145
ოცნება

პატიმრობა “ქართული ოცნების” წევრს – სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოუტანა. გიორგი ჭინჭარაულის ადვოკატი 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

38 წლს საჯარო მოხელემ განმარტა, რომ კონფლიქტი, თავდაპირველად, ძმები ჭინჭარაულების მხრიდან დაიწყო, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მას კონკრეტულ პირებთან ურთიერთობის შეწყვეტას სთხოვდნენ. ჭინჭარაულმა, ასევე, თქვა, რომ დანაშაული თავდაცვის მიზნით ჩაიდინა და ამისი განზრახვა არ ჰქონია.

შეწგახსენებთ, შემთხვევა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში, 7 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა გიორგი ჭინჭარაულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დეპუტატს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16 დან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

mazda magti 5g