LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სასაქონლო ნიშნები ევროკავშირის შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის ვებგვერდზე გამოჩნდება

61

ქართული სასაქონლო ნიშნები და მონაცემთა ბაზები ევროკავშირის შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის უწყების ვებ-გვერდზე გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა, ევროკავშირის შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

”ეს არის ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც ევროკავშირის დონეზე არეგისტრირებს სასაქონლო ნიშნებს და დიზაინს. აპრილში დაგეგმილია, რომ ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე ინტეგრირდეს ქართული მონაცემთა ბაზები. ასევე, ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი იმ ვებ-გვერდზე ევროპის სასაქონლო ნიშნების ძიება. ანუ 28 ევროპულ ქვეყანას დაემატება ერთი ენა – ქართული. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა” – განაცხადა გოგილიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g